Thursday, July 19, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოდული ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.რესურსების ჩანართში დავათვალიერეთ ფასილიტაციის მასალები;მოსწავლეთათვის დამხმარე მასალები, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები. მასწავლებლის მიერ მომზადებული სხვადასხვა პროგრამები რითაც შეგვიძლია ეფექტურად განვახორციელოთ ფასილიტაცია.საბოლოოდ დავამუშავეთ ჩვენი პროექტის შინაარსი, მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტის პორთფოლიო და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ყველაფერი იყო უაღრესად საინტერესო,რისთვისაც უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანას.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Tuesday, July 17, 2018

მერვე დღის რეფლექსია.ვისაუბრეთ რა აქტივობები შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა დიფერენცირებული მიდგომისას; ვისწავლეთ როგორ განვახორციელოთ ტექნოლოგიურად ეს აქტივობები. ვიმუშავეთ წყვილებში მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის გაზიარებისას, ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი,მეწყვილეს დავუსვით კითხვები, გავუკეთეთ კომენტარები და მივეცით რჩევები.შევავსეთ ვმვ-ს ფორმა.ვისაუბრეთ როგორ მივცეთ დავალებები სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს და როგორი ნიჭიერ მოსწავლეებს.შევავსეთ ჩეკლისტები,მოვნიშნეთ საჭირო ინვენტარი და რესურსები.ყველაფერი იყო საინტერესო. დიდი მადლობა.

Thursday, July 12, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე  დღეს  ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიების განხილვაზე; პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შექმნაზე; მოსწავლეთა შეფასების ფორმების შექმნაზე. ყველა საკითხი იყო  საინტერესო.

Tuesday, July 10, 2018

მეექვსე დღეს გავიარეთ მასწავლებლის გზამკვლევი სააავტორო უფლებების კანონებსა და ლეგიტიმურ გამოყენებაში. ვისაუბრეთ რა არის საავტორო უფლებები; როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები. რა საავტორო უფლებები  აქვთ მოსწავლეებსა და  მასწავლებლებს. დამაინტერესა ავტორის დადგენისა და აღიარების საკითხებმა. ვისაუბრეთ ონლაინ თანამშრომლობაზე. როგორ ხდება  მოსწავლეების სასწავლო ნიმუშების შექმნა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა.

Saturday, July 7, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია.გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს,.შაბლონის მიხედვით შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაციის სლაიდები. პრეზენტაციის ფაილი ავტვირთეთ დრაივზე. ჩვენს საქაღალდეში ეს ფაილი ვაქციეთ სლაიდებად., გამოვაქვეყნეთ, მოვძებნეთ ჩაშენება ემბედ კოდი და ჩვენი პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

Thursday, July 5, 2018

მე-4 დღის რეფლექსია

მე-4 დღე.განვიხილეთ და შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.გავერკვიე ზოგადი კითხვების თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსში და მათი გამოყენების მეთოდებში. შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის შეკითხვები და პროექტის მიმდინარეობა- დასაწყისი, მსვლელობა და ბოლო. ვისწავლეთ შეფასების სტრატეგიები გზამკვლევში მოცემული განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების შესახებ. ყველაფერი იყო საინტერესო.დიდი მადლობა.

Tuesday, July 3, 2018

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს  გავიარეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად.გავიარეთ ძველი და ახალი ეროვნული ეროვნული გეგმის სტანდარტები . შევარჩიეთ და გადმოვიტანეთ ჩვენს პროექტში.  ვისაუბრეთ პროექტის გაზომვადი მიზნების მახასიათებლებზე, ბლუმის ტაქსონომიის ზმნებზე , გამოვიყენეთ XXI სკ.ის სიტყვები და ამის გათვალისწინებით დავწერეთ ჩვენი პროექტის მიზნები. ვიწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა. ყველა საკითხი იყო საინტრესო.დიდი მადლობა ქალბატონო ნანა.

Sunday, July 1, 2018

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანით ნავიგაციას. გავეცნით ჩეკლისტს, გამოვაქვეყნეთ  სტატია პროექტების სწავლებაზე.  შევქმენით ახალი ბლოგი.
ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვირთული იყო ორივე დღე.
 დამაინტერესა  საკითხმა,თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება
ვფიქრობ განხილული საკითხები დამეხმარება ჩემს შემდგომ საქმიანობაში.